თეგებით ძიება
21. 12. 2023 მსოფლიო

Conde Nast Traveler მკითხველს შობა-ახალი წლის გატარებას საქართველოში ურჩევს

„მსოფლიოს 32 საუკეთესო ადგილი საშობაო არდადეგების გასატარებლად“ - გავლენიანი სამოგზაურო გამოცემა Conde Nast Traveler ევროპის, აზიისა და ამერიკის პოპულარულ მიმართულებებთან ერთად მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს.

ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„ვინაიდან საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია იულიუსის კალენდარს იყენებს, საქართველოში შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავენ. თუმცა, თბილისს საზეიმო განწყობა დეკემბრის დასაწყისიდან ეტყობა. საქართველოს დედაქალაქი მორთულია საახალწლო დეკორაციებით, ქალაქში მუსიკალური წარმოდგენები და საშობაო ბაზრობებია მოწყობილი, რაც ვიზიტორებს განსაკუთრებით იზიდავს. თბილისში, თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის მონუმენტი მორთულია კასკადური განათებით, რაც საახალწლო ნაძვის ხის მასიურ იმპროვიზებას წარმოადგენს“, - წერს გამოცემის ჟურნალისტი ქეითლინ მორტონი.

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, Conde Nast Traveler-ის სტატიაში თბილისთან ერთად ლონდონში, ბერლინში, ბერნში, ედინბურგში, ბრიუგეში, კოპენჰაგენში, დუბაიში, ჰონგ-კონგში, ნიუ-იორკში, მონრეალსა და მსოფლიოს სხვა პოპულარულ ქალაქებში მიმდინარე საშობაო სამზადისია აღწერილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა