თეგებით ძიება

„რაც კაცისთვის მოსულა, ის ქალისთვისაც მოსულა...“ - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

"ბაბი კირკიტაძის ინტერვიუს გადავაწყდი - დედას თვითონ უთხრა. 

კაცებს ვერ დაელაპარაკა თვითონ. 

ეს ადამიანი მსხვერპლია. მისი ბრალი არაფერია!" - ამის შესახებ პარტია “ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:

 

"ბავშვობაში, 53-ეში ხანმოკლე სწავლისას მახსოვს ისტორია, რომ ერთ გოგოს ვიდეოკამერით გადაუღეს სექსი და გაუვრცელეს. 

მე არ ვიცი ეს სიმართლე იყო, თუ არა, მაგრამ ამ გოგოს დისკრედიტაციას ეყო. 

ეს ხდებოდა 80-იანების ბოლოს. 

რამდენიმე ათეული წელია გასული ამ ამბიდან და ახლა, ბაბი კირკიტაძის ინტერვიუს გადავაწყდი - ოჯახის კაცებს, მამას და ძმას, დედამ უთხრა და ხმა არ ამოუღიათო. 

დედას თვითონ უთხრა. 

კაცებს ვერ დაელაპარაკა თვითონ. 

ეს ადამიანი მსხვერპლია. მისი ბრალი არაფერია! 

მაგრამ მამას და ძმას დედა ელაპარაკება.

ეს იმაზე ბევრად ღრმა დრამაა ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და ჩვენი საზოგადოების ჩამორჩენილობას უკავშირდება. 

ქალი მეორეხარისხოვანია ჩვენს საზოგადოებაში. 

ქალი ნივთია - კაცის ღირსების ორნამენტია! 

ქალის სექსი სირცხვილია. 

რაც ქალის სექსს უკავშირება, ის მისი

ოჯახის კაცების სირცხვილია - მათ დედა უნდა დაელაპარაკოს. 

ქალისთვის სექსით სიამოვნების მიღება სირცხვილია. 

ქალს თუ სექსი აქვს, ესეიგი მას ხმარობენ. 

“ნახმარი ქალი” გამოუსადეგარი ქალია. 

ჩვენზე უფრო ჩამორჩენილ საზოგადოებებში, ქალებს კლიტორს აჭრიან, რომ სექსისგან სიამოვნება ვერ მიიღონ. 

ეს ჩამორჩენილობა არ აღმოიფხვრება თუ ქალებმა სექსში კაცების თანასწორებად არ ვიგრძენით თავი. 

სანამ არ გავაცნობიერებთ რომ სექსი ჩვენც გვსიამოვნებს და თუ ჩვენ ვინმე “გვხმარობს” (თუ მაინც და მაინც ამ

სიტყვის გამოყენებაა საჭირო), ზუსტად ისე შეგვიძლია ჩვენ კაცები “ვიხმაროთ”, იქამდე ჩამორჩენილი საზოგადოება ვიქნებით. 

ჩვენ გვაქვს სექსი, ჩვენ, ქალებს, სექსი გვსიამოვნებს და რაც კაცისთვის მოსულა, ის ქალისთვისაც მოსულა." - წერს ჩერგოლეიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა