„ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ შვილისა და შვილიშვილების პატრონი ბატონი გრიშა გამგეობის იმედად იქნებოდა...“ - როგორ ცხოვრობს ყველასთვის საყვარელი მსახიობი?
ჟურნალისტი, ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს:
„გუშინ ძალიან ემოციური დღე მქონდა, გვიან მოვედი, სათითაოდ მივდიოდით იმ მოხუცებთან სახლში, ვისაც მომკითხავი არავინ ყავს, ზოგს გარდაცვლილი ყავს ოჯახის წევრები, ზოგს ყავს მაგრამ მიგდებული ყავთ მოხუცები, მათ მართლა პატრონობს გამგეობა და მათი თანამშრომლები, ყველაზე მძიმე ჩემთვის მსახიობ გრიგოლ წიტაიშვილთან მისვლა იყო, არ ვიცოდი ვისთვის მიმქონდა ნობათი, კარი გაიღო და გავშრი, დავიბენი, ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ შვილისა და შვილიშვილების პატრონი ბატონი გრიშა მართლა გამგეობის იმედად იქნებოდა, მერე გავიგე რომ დიდუბის გამგეობა წლებია პატრონობს, მიდიან მიაქვთ დახმარებები, ულაგებენ სახლს, ეფერებიან, არავინ ვიცით ვის რა სიბერე გვაქვს ამიტომ მაქვს ოცნება, მქონდეს ბევრი ფული და ავაშენო დიდი, ევროპული დონის მოხუცთა პანსიონატი ,მე ვიცი შევძლებ ამას! ბედნიერი დღე ყველას!“