თეგებით ძიება
21. 12. 2023 ვიდეო

ვინ არის სასულიერო პირი, რომელმაც ევროკავშირის დროშას ცეცხლი წაუკიდა და დაწვა? (ვიდეო)

სასულიერო პირმაევროკავშირის დროშას ცეცხლი წაუკიდა და დაწვა - ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

მამა გენადი ვიდეოში ამბობს, რომ სოლიდარობას უცხადებს გოჩა შარუხიას, რომელიც სასჯელს ლგბტ დროშის დაწვისა და ძალადობისთვის იხდის.

სასულიერო პირი მმართველი პარტიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ "საქართველოს მიხედონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავავშირი ქართველ ერს გარყვნის".

"გოჩა შარუხია უდანაშაულოდ ზის, იმისათვის, რომ დაწვა ევროპის ესეთი რაღაც დროშა, ლგბტ თუ რასაც ეძახიან, ამიტომ სოლიდარობას ვუცხადებ პირადად მეც მას, რადგან სასიკეთო არაფერი არ არის მათში. თუ სახელმწიფო ნებას იბოძებს, რომ საქართველოს მოხედოს, ეს ურჩევნია და არა ევროპის ვასალობა. მეტს არაფერს არ იმსახურებს ეს დროშა", - აღნიშნა მამა გენადიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა