თეგებით ძიება

„რადგან ასე გეწყინათ – უფილტრო ვიდეოს დავდებ“ - ვიკა ბუკია ნინო წილოსანს

დეპუტატმა ნინო წილოსანმა, სოციალურ ქსელში, დაწერა: “ერთმნიშვნელოვნად ვფიქრობ, რომ TV პირველი ყველაზე ამორალური ტელევიზიაა”, აქვე გაავრცელა ვიდეომიმართვაც, სადაც ამბობს, რომ ჟურნალისტ ვიკა ბუკიას შარჟები ფეიკია, რადგან სპეციალური ფილტრითაა გავრცელებული.

ჟურნალისტი ვიკა ბუკია, წილოსანს პასუხობს:

ქალბატონ ნინო წილოსანს, დაბადებიდან მდიდარს, ჩაუწერია ვიდეო ჩემზე:) მანანას ფილტრი დამადოო და ხალხი შეცდომაში შეყავსო.

ამას ამბობს დეპუტატი, რომლის მთავრობას ბანერებზე ყავდა ხალხი გამოკრული როგორც ეკლესიის მტრები და უსამშობლოები. ქუჩაში გამვლელებს ალანძღინებდნენ სამოქალო სექტორში დასაქმებულებს და ჟურნალისტებს. ქ-ნო ნინო, ყოველ დღე მადევს ეგ ფილტრი, მაგრამ რადგან ასე გეწყინათ – უფილტრო ვიდეოს დავდებ. დაე, მე მედოს ეს სასაცილო ფილტრი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა