თეგებით ძიება

თბილისი-რუსთავს და თბილისი-მცხეთას შორის, შესაძლოა, სარკინიგზო მიმოსვლა დაიწყოს

თბილისს ტრანსპორტის გენერალური გეგმა უკვე აქვს. 80-გვერდიანი დოკუმენტი ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთვის დანიურმა საკონსულტაციო კომპანია "რამბოლმა", აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა.

მათ შორის, დოკუმენტში საუბარია, სამგზავრო სარკინიგზო ხაზის განვითარებაზე. კერძოდ, თბილისს ერთი მთავარი საქალაქთაშორისო სარკინიგზო ხაზი აქვს, რომლითაც უმეტესად სატვირთო გადაზიდვები ხორციელდება, მხოლოდ შეზღუდული სამგზავრო სერვისით.

„ის რომ, არსებული სარკინიგზო ხაზი უკვე აკავშირებს თბილისს ახლომდებარე ქალაქებთან, როგორც ჩრდილოეთით ასევე სამხრეთით და აქვს სადგურების პლატფორმები თბილისის მთავარ სატრანსპორტო კვანძებზე (სადგურის მოედანი, ისანი და დიდუბე) იმას ნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი უკვე მოწყობილია მაღალი სიხშირის სამგზავრო სარკინიგზო მომსახურებისთვის.

ასეთი მომსახურებით შესაძლოა, მიმდებარე ქალაქების და თუნდაც საერთაშორისო აეროპორტის თბილისის ცენტრთან დაკავშირება. გრძელვადიან პერსპექტივაში, სარკინიგზო კავშირები შეიძლება აშენდეს მთავარი სარკინიგზო ხაზიდან თბილისის სხვა სწრაფად განვითარებად უბნებამდე, მათ შორის დიდ დიღომში.

შემოთავაზებული სამგზავრო სარკინიგზო სისტემა მომსახურებას განახორციელებს თბილისის აეროპორტსა და ქალაქის ცენტრს შორის, თბილისსა და რუსთავსა და თბილისსა და მცხეთას შორის. რკინიგზის სადგური სადგურის მოედანზე მთავარი გადასაჯდომი კვანძი იქნება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლებელია მცხეთასა და რუსთავს შორის პირდაპირ გადაადგილება და მომსახურების მცხეთის დასავლეთით მდებარე ისეთ ქალაქებში გავრცელება, როგორიცაა კასპი და გორი.

გაგრძელება


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა