"დაღუპულია 11 ადამიანი, 9 დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა" - პრაღაში მომხდარი თავდასხმის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი
პრაღაში, თავდასხმის შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი. დაჭრილებიდან კი 9 მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა.
დაღუპულებს შორის არის თავდამსხმელიც. ამის შესახებ ინფორმაცია პრაღის სამედიცინო სამაშველო სამსახურმა გაავრცელა.
"თავდამსხმელის ჩათვლით, დაღუპულია 11 ადამიანი, 9 მძიმედ დაშავდა, 6 ადამიანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხოლო 10-მდე ადამიანის მდგომარეობა მსუბუქადაა შეფასებული. ეს რიცხვები შეიძლება შეიცვალოს“, - ნათქვამია გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მედიის ინფორმაციით, სავარაუდო თავდამსხმელი დევიდ კოზაკია და ის, არსებული ინფორმაციით, "ჰამასის" მხარდამჭერი იყო. პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი უკვე ლიკვიდირებულია.
პრაღის უნივერსტიტეტმა ყველა კამპუსში ევაკუაცია გამოაცხადა. გაუქმებულია ლექცია-სემინარებიც.