რა ძალა აქვს თილისმას და როგორ დავიცვათ თავი ავი თვალისგან - პასუხობს მოძღვარი
ძალიან ბევრ ადამიანი ატარებს თილისმას. ფიქრობენ, რომ ეს ნივთები ბოროტი თვალისგან იცავენ და წარმატების მოტანაში ეხმარებიან. ბოლო დროს ერთგვარ მოდადად იქცა თილისმის სახით წითელი ძაფის ხელზე შებმა. ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი გამოჩნდა ამ თილისმით საზოგადოების წინაშე. რამდენად გამართლებულია თილისმის ტარება, არსებობს თუ არა ავი თვალისგან დამცავი ნივთები და მოაქვს თუ არა თილიმას წარმატება, - გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ- მონაზონი ანდრია (სარია):
- არსებობს ავი თვალი?
- ავი თვალი არსებობს, თუმცა ქრისტიანულად მცხოვრებ ადამიანს ვერ ერევა. შესაძლოა, ნებისმიერი სახის ცოდვაში ჩავარდეს, თუმცა სწორედ იქ გარდაემატება მადლი, სადაც მეტად სცოდავს ადამიანი. შეწევნა ეძლევა ღვთისგან, თუ ზურგი არ აქცია უფალს. ეშმაკია ყველაზე ბოროტი ავი თვალი, მასთან გამკლავებას მხოლოდ უფალი შეგვაძლებინებს.
- ტრადიციულად, ავი თვალისაგან დასაცავად ზოგი გიშერს იყენებს, ზოგიც კიდევ რას, რამდენად მისაღებია ეს ეკლესიისთვის?
- ეკლესია წინააღმდეგია გათვალვის, ჯადოს და სხვა ამგვარი მნიშვნელობისთვის ქვების გამოყენებისა. განაგრძეთ კითხვა