თეგებით ძიება

ცეცხლი ნაძვის ხეს გაუჩნდა - ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, სახლში დატოვებულ ანთებულ ნაძვის ხეს ცეცხლი გაუჩნდა, რის შემდეგაც ხანძარი ბინას მოედო - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ტელევიზია TV25 ავრცელებს. 

როგორც მედიასაშუალება თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა სახლში არავინ იმყოფებოდა. სახანძრო-სამაშველო სამსახური კი მეზობლებმა გამოიძახეს.

"სახლში არავინაა, გასულები არიან, ნაძვის ხე განათებული დაუტოვებიათ და ცეცხლი გაუჩნდა. მეზობლებმა გამოიძახეს სახანძრო, მაშველები მუშაობენ." - ამბობს თვითმხილველი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა