წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.
„საბურთალოს რაიონი, დიდი დიღომი 4 მ/რ N5 კორპუსთან მდებარე ტუმბო გამაძლიერებელს არ მიეწოდება ელ. ენერგია. წყალმომარაგების აღდგენის დროს შეგატყობინებთ მოგვიანებით. წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს:
დიდი დიღომი 4 მ/რ, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15 კორპუსებს.
დიდი დიღომი, 4 მკ-რ. N 5 თან მიმდინარეობს დაზიანებული კაბელის აღდგენითი სამუშაოები. წყალმომარაგება აღდგება 12:00 საათზე.
მთაწმინდის რაიონში, დღეს, წავკისში, ამაღლების ქუჩაზე ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება. წყალი შეუწყდებათ 22/12 10:00 სთ-დან 22/12 22:00 სთ-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: დაბა წავკისი (სრულად).
ვაკის რაიონი, ნინო რამიშვილის ქ. N 31 ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 21/12 18:15-დან 22/12 06:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: რამიშვილის 31-37 ჩათვლით (კენტები) და ზურა ავალიშვილის ქუჩებს.
მთაწმინდის რაიონი, დღეს, 22/12 რუსთაველის გამზ. N13-თან ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. წყალი შეწყდებათ 22/12 11:00სთ-დან 22/12 18:00სთ-მდე წყალმომარაგება შეუწყდება:
რუსთაველის გამზ. N13-31 (კენტებს), თაბუკაშვილის N 25-51 (კენტებს), N 30-48 (ლუწებს); ვასო აბაშიძის, შოთა მესხიას, კვალის და გია ჭანტურიას ქუჩებს, სტამბას ჩიხს.“