რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის
რუსეთი უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავს. ოკუპანტთა სამიზნე კიევის დასახლებული რაიონები გახდა. დედაქალაქზე თავდასხმა დრონებით განხორციელდა. საჰაერო თავდაცვის სისტემამ უპილოტო საფრენი აპარატები გაანეიტრალა, თუმცა დრონების ნამსხვრევები საცხოვრებელ სახლებს დაეცა. დაშავდა 2 ადამიანი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.