12 მიზეზი, რატომ უნდა გაიზარდოს ბავშვი ძაღლთან ერთად
ბავშვები, რომლებიც ძაღლებთან ერთად ცხოვრობენ, ნაკლებად ავადმყოფობენ
ძაღლთან ერთად ერთ სახლში ყოფნა ნებისმიერი ასაკის ბავშვის იმუნიტეტს აძლიერებს, მათ შორის ჩვილებისაც. კვლევების თანახმად, ძაღლის სხეულზე მცხოვრები ორი ტიპის ბაქტერია: რუმინოკოკი და ოსცილოსპირა სასწაულს ახდენს - ისინი სტიმულს აძლევენ ბავშვის ორგანიზმის დამცავ მექანიზმებს.
ძაღლი თავდაჯერებულობას მატებს
სხვებზე მზრუნველობა ხასიათის სხვადასხვა თვისებებს ავითარებს - პატარა ძლიერი გახდება, იგრძნობს საკუთარ საჭიროებას, ცხოველის სიცოცხლე ხომ მასზეა დამოკიდებული.
კარგი იდეაა, ასწავლოთ ბავშვს კითხვა ძაღლთან ერთად. ზოგიერთ ბავშვს ხმამაღლა კითხვის რცხვენია, როდესაც მათ უსმენენ. მაგრამ საყვარელი ძაღლისთვის საყვარელი ზღაპრის წაკითხვა არავის შერცხვება!
ბრძოლა ალერგიასა და ასთმასთან
ძაღლის გვერდით ყოფნა გეხმარებათ, გაუმკლავდეთ ისეთ ბავშვურ პრობლემებს, როგორიც ალერგია და ასთმაა. ეს იმუნიტეტის სასწაულებრივი გაძლიერების დახმარებით ხდება, რომელზედაც ზევით ვისაუბრეთ.
ჯანმრთელი გული
ეს ცხოველი გასაოცრად ამშვიდებს, ხსნის დაძაბულობას. საყვარელ ცხოველთან კომუნიკაცია არტერიულ წნევას ასტაბილურებს, ნერვული სისტემა კი ისვენებს.
ცხოვრების აქტიური სტილი
ძაღლი ხელს უწყობს ცხოვრების აქტიური სტილის ჩამოყალიბებას. სეირნობა და სირბილი ძაღლთან ერთად - ფასდაუდებელია ბავშვის ფიზიკური სიჯანსაღისთვის.
საუკეთესო მეგობარი აუტიზმით დაავადებული ბავშვებისთვის
შფოთვის შემცირებით ძაღლები სასწაულებს ახდენენ - ისინი ქმნიან კომფორტულ გარემოს აუტიზმით დაავადებული ბავშვებისთვის, ჰიპერაქტიური ბავშვებისთვის, ეხმარებიან მათ, დაძლიონ ყურადღების გაფანტულობა.
ძაღლი აძლიერებს ოჯახს!
ძაღლის მოვლისას ოჯახის წევრებს საერთო საზრუნავი აქვთ. მეგობრული და თამაშის მოყვარული არსების სიყვარული ყველას აერთიანებს - დებს, ძმებს, მეუღლეებს.
დღის რეჟიმი
ძაღლი აჩვევს ბავშვს დღის რეჟიმს, როცა საჭიროა ადრე ადგომა და კუდიანი მეგობრის გასეირნება. დისციპლინა ძაღლის გამოჩენასთან ერთად მოდის.
შეუცვლელი ურთიერთობა
ძაღლთან ურთიერთობით ბავშვები ადამიანებთან ურთიერთობასაც სწავლობენ. თუ გსურს, რომ ბავშვი კომუნიკაბელური იყოს და ჰქონდეს სოციალური უნარები, აჩუქეთ მას ძაღლი.
ნამდვილი მეგობარი
ძაღლი, თავისი ერთგულებით, ბავშვს სიყვარულს ასწავლის. მას პატარაობიდანვე ეცოდინება, რა არის სიყვარულის გაცემა და ზრუნვა.
შრომისმოყვარეობის ჩამოყალიბება
ბეწვიან მეგობარზე ზრუნვას ძალისხმევა სჭირდება. ბავშვი სიამოვნებით მოუვლის ძაღლს და ეს შრომა კი შრომისმოყვარეობის განვითარების ფუნდამენტია.
ბედნიერება
ძაღლთან თამაშისას ბავშვი ნამდვილ ბედნიერებას განიცდის. მხოლოდ ეს ერთი მიზეზიც საკმარისია, რომ ოთხფეხა მეგობარი სახლში მიიღოთ.
წყარო : funtime