თეგებით ძიება
22. 12. 2023 მსოფლიო

ჩეხეთის პოლიცია უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს

ჩეხეთის პოლიციის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების პრევენციულ ზომებს ახორციელებს და ასევე გრძელდება მუშაობა გუშინ, უნივერსიტეტში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპული პირების იდენტიფიცირებისთვის.

„დღეიდან ჩვენ ვიღებთ პრევენციულ ზომებს ქვეყნის მასშტაბით დაუცველ სამიზნეებთან და სკოლებთან მიმართებაში“, - აცხადებენ ჩეხეთის პოლიციაში და ამასთან, განმარტავენ, რომ რაიმე კონკრეტული საფრთხის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

„ამჟამად 11 გარდაცვლილის ვინაობაა დადგენილი და ვმუშაობთ სხვების ვინაობის იდენტიფიცირებაზე“, - აცხადებენ ჩეხეთის პოლიციაში.

შეგახსენებთ, 24 წლის ჩეხმა სტუდენტმა ხუთშაბათს ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარი მამა მოკლა, შემდეგ კი პრაღის უნივერსიტეტში სროლა მოაწყო. ჯამში, 15 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 14 უშუალოდ უნივერსიტეტში. ამავე დროს დაშავდა 25 პირი. დაღუპულია თავად თავდამსხმელიც. მომხდარის გამო, ქვეყანაში 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა