თეგებით ძიება

წელიწადის რომელ თვეში დაბადებული ადამიანები ცხოვრობენ 100 წლამდე - მეცნიერების კვლევა

ზოგჯერ მშობლები შვილის დაბადების თარიღს განსაკუთრებით არჩევენ და ორსულობასაც ამის მიხედვით გეგმავენ. წინასწარ, სრული სიზუსტით თარიღის განსაზღვრა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, თუმცა მომავალი მშობლები მაინც გარკვეულ პრიორიტეტებს ასახელებენ.

არიან ქალები, რომლებსაც სიცხის ატანა არ შეუძლიათ და ზაფხულში მშობიარობაზე კატეგორიულად უარს ამბობენ, ან კიდევ პირიქით. დაბადების თვეს რომ ბავშვის ხასიათის ჩამოყალიბებაზე განსაკუთრებული გავლენა აქვს, ამაზე ასტროლოგებს არაერთხელ უსაუბრიათ. მეცნიერების თქმით, დაბადების თვე ხშირად სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც კი ახდენს გავლენას.

ამერიკელმა მეცნიერებმა დაბადების თვის გავლენასა და 100 წლამდე ცხოვრებას შორის დამოკიდებულება შეისწავლეს. ამისთვის 1880-დან 1895 წლამდე დაბადებული 10000-ზე მეტი ადამიანის მონაცემები შეისწავლეს და აღნიშნული მონაცემები კვლევაში ჩართული ადამიანების დების, ძმების, მშობლების, მეუღლეების მონაცემს შეადარეს.

კვლევის თანახმად აღმოჩნდა, რომ ყველაზე ხშირად დეკემბრის თვეში დაიბადნენ ის ადამიანები, რომლებმაც 100 წელი, ან კიდევ უფრო მეტი იცხოვრეს. ხოლო, ყველაზე მოკლე ცხოვრების ციკლი ივნისსა და მარტში დაბადებულ ადამიანებში აღმოაჩინეს.

იმ თვეებს შორის, როცა ყველაზე ხშირად იბადებოდნენ ადამიანები, რომლებმაც 100 წელი, ან კიდევ უფრო მეტი იცხოვრეს, ოქტომბერი და ნოემბერიც დასახელდა. ამ პერიოდში დაბადებულებს, ისევე როგორც დეკემბერში დაბადებულებს, აქვთ შესაძლებლობა, 105 წელიც კი იცხოვრონ.

საინტერესოა ისიც, რომ მეცნიერების მტკიცებით, ყველაზე დიდხანს დეკემბერში დაბადებული ადამიანები იმიტომ ცოცხლობენ, რომ მათ კარგი ჯანმრთელობისა და ინტელექტის მახასიათებლები აქვთ. კვლევის მიხედვით, დეკემბერში დაბადებულები კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან, სხვებზე ნაკლებად ავადდებიან და ასევე, მაღალი IQ აქვთ.

გარდა ამისა, დეკემბერში დაბადებულ ადამიანებს არ უყვართ წუწუნი, მყარი ფსიქიკური ჯანმრთელობა აქვთ, არიან მიზანდასახულები და შფოთვისა და დეპრესიის გარეშე ცხოვრობენ. მეცნიერები ასევე აღნიშნავენ, რომ ხანგრძლივ ცხოვრებაზე ისიც ახდენს გავლენას, რომ ზაფხულში ბავშვები მუცლადყოფნის პერიოდში D ვიტამინის ყველაზე დიდ რაოდენობას იღებენ. ეს ეხება ოქტომბერსა და ნოემბერში დაბადებულ ბავშვებსაც.

წყარო : Mshoblebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა