ბელგიის ქალაქში დაიღუპა ქალი, რომელსაც საშობაო ნაძვის ხე დაეცა
ბელგიის ქალაქ აუდენარდეში, საშობაო ნაძვის ხის დავარდნის შედეგად ქალი დაიღუპა, ხოლო ორი ადამიანი დაშავდა.
Reuters წერს, რომ უსაფრთხოების კამერებმა აღბეჭდეს, რომ 20 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე ნელ-ნელა იხრება, შემდეგ კი ვარდება საშობაო ბაზრობასთან ახლოს, სადაც ისტორიულ მოედანზე ატრაქციონი ტრიალებდა.
პროკურორის ინფორმაციით, დაიღუპა 63 წლის ქალი, რომელიც აუდენდარდედან იყო.
"გამოძიება ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, იყო თუ არა ხე სათანადოდ დამაგრებული და ასევე შეისწავლის ამინდის გავლენას", - განაცხადა მან.
ქარიშხალი პია, რომელმაც ხუთშაბათს გაერთიანებულ სამეფოსა და ნიდერლანდებში მოძრაობა შეაფერხა, ხუთშაბათს დასავლეთ ბელგიას დაატყდა. მეტეოროლოგიურმა სამსახურმა სანაპირო რაიონებისთვის ყვითელი კოდის გაფრთხილება გასცა.