თეგებით ძიება

ბათუმში წინასაახალწლო და ახალი წლის აქტივობები ევროპის მოედანზე გაიმართება

ბათუმში წინასაახალწლო და ახალი წლის აქტივობები ევროპის მოედანზე გაიმართება, სადაც ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს მრავალფეროვანი სადღესასწაულო ღონისძიებები დახვდებათ.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბერს დაიწყება და 7 იანვარს საშობაო კონცერტით დასრულდება.

საზეიმო კონცერტები 19:00 საათიდან და 00:00 საათამდე გაგრძელდება. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე გაიმართება კონცერტები, ცეცხლოვანი შოუ, ჯამბაზების წარმოდგენები, საგამოფენო სივრცეში კი - საახალწლო ბაზრობა. ტერიტორია მოირთვება სადღესასწაულო თემატიკის დეკორაციებით.

25 დეკემბრიდან ბათუმის სხვადასხვა უბანში იმოძრავებს საახალწლო ქარავანი - „ახალი წელი შენს ეზოში“ და ასევე, 25 დეკემბერს ნაძვის ხის ანთება და საზეიმო გალაკონცერტია დაგეგმილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა