პუტინმა უკრაინა სამუდამოდ დაკარგა - იენს სტოლტენბერგი
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი განაცხადა, რომ საომარი ძალისხმევის მიუხედავად, რუსეთი ვეღარ შეძლებს სამხედრო წარმატების მიღწევას უკრაინაში.
როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრის მიზანი იყო თავიდან აეცილებინა უკრაინის ნატოსკენ და ევროკავშირისკენ სვლა, მაგრამ თითქმის ორი წლის შემდეგ უკრაინა იმაზე უფრო ახლოსაა ნატო-სთან და ევროკავშირთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
„პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინა სამუდამოდ დაკარგა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ძალიან დიდ ფასს იხდის ამ ომისთვის. მისი თქმით, რუსეთმა ასობით თვითმფრინავი და ათასობით ტანკი დაკარგა, ხოლო 3 00 000 ჯარისკაცი დაიჭრა ან დაიღუპა.