თეგებით ძიება
22. 12. 2023 მსოფლიო

48-წლიანი პატიმრობის შემდეგ, 70 წლის კაცი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

ოკლაჰომას სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო 70 წლის გლინ სიმონსი (ოკლაჰომას შტატიდან), რომელმაც ციხეში 48 წელი გაატარა. ის 1975 წელს მკვლელობის ჩადენის ბრალდებით დააპატიმრეს. როგორც BBC-ი წერს, აშშ-ის ისტორიაში, ეს ამ დრომდე ცნობილი ყველაზე ხანგრძლივი უსამართლო პატიმრობაა. 

70 წლის გლინ სიმონსი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც სასამართლომ „მკაფიო და დამაჯერებელი მტკიცებულებებით“ დაადგინა, რომ საქმეში გადამწყვეტი მტკიცებულებები დაცვის მხარეს არ გადასცემია.

გლინ სიმონსმა, ალკოჰოლური სასმელების მაღაზიის ძარცვის დროს მომხდარი მკვლელობის გამო, ციხეში 48 წელი, 1 თვე და 18 დღე გაატარა. ის დაპატიმრების მომენტში 22 წლის იყო. გლინ სიმონსს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს. მოგვიანებით კი, სასჯელი 48-წლიანი პატიმრობით შეეცვალა. გლინ სიმოსი პატიმრობის ბოლო დღემდე ამტკიცებდა, რომ ის უდანაშაულო იყო და მკვლელობის დროს ლუიზიანას შტატში, სახლში იმყოფებოდა.

”ეს მწარე გაკვეთილია”, - თქვა სიმონსმა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. 

სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, სახელმწიფო სიმონსს კომპენსაციის სახით 175 000 აშშ დოლარამდე გადაუხდის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა