„როცა თქვენს ცხოვრებაში პაუზაა, ნუ გგონიათ, რომ არაფერი ხდება. რომ ამ დროს არ ცხოვრობთ“ - რამაზ გიგაური
ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში წერს:
პაუზა, როგორც სიცოცხლე
პაუზა - არ არის არაფერი. ის ცხოვრებაა. ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
პაუზა - არ არის მუსიკალურ ტაქტში სიცარიელე. ის თვითონ მუსიკაა
პაუზა - ეს არ არის ორ სტრიქონს შორის ცარიელი სივრცე. ისიც სტრიქონია, ოღონდ მესამე, ოღონდ დაფარული, რომელიც უნდა იგულისხმო.
როცა თქვენს ცხოვრებაში პაუზაა, ნუ გგონიათ, რომ არაფერი ხდება. რომ ამ დროს არ ცხოვრობთ.
ცხოვრობთ. ტკბებით. მშვიდად ხართ; მაგრამ ემზადებით.
ვის უხნავს ზამთარში გაყინული მიწა, თქვენ რომ ხნათ.
დაჯექით თქვენი სულის ბუხართან ახლოს და შინაგან ცეცხლს დააკვირდით.
ზამთარი - ეს არ არის სიკვდილი. ის სიცოცხლეა. ის გაზაფხულის წინარე პერიოდია. ბუნების გაღვიძებამდე რომ უკვე მცირე დროა დარჩენილი.
ღრმად ისუნთქეთ და დამშვიდდით.
ნუ შეგაშინებთ პაუზა. შეიყვარეთ ის.
შეიყვარეთ თქვენი თავი ამ პაუზაში, როგორც სიცოცხლის ველის შუაში მფეთქავი მზე (ბირთვი) - წერს რამაზ გიგაური.