თეგებით ძიება

გერმანელმა ქალმა „მაკდონალდსს“ უჩივლა და 14,2 მილიონი ევრო მიიღო

სწრაფი კვების რესტორნების ქსელი „მაკდონალდსი“ გერმანელ ქალს უზარმაზარ კომპენსაციას გადაუხდის. ამის შესახებ Bild იუწყება.

Bild-ის ცნობით, 49 წლის კარლა ფონ ჰესე ქალი ბავარიაში, ქალაქ ინგოლშტადტში ყოფილ ქმართან, პრინც ოტო ფონ ჰესესთან ერთად, მაკდონალდსის ოთხ რესტორანს ფლობდა. 2007 წელს კარლა ქმარს დაშორდა. 2020 წელს კი მისი ყოფილი ქმარი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ამის შემდეგ კარლა ფონ ჰესემ ბიზნესის მარტო გაგრძელება გადაწყვიტა, მაგრამ რესტორნის ქსელის მფლობელებმა ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი უთხრეს. 

კარლა ფონ ჰესემ სასამართლოში „მაკდონალდსის“ წინააღდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. პროცესი 3,5 წელი გაგრძელდა. 20 დეკემბერს საბოლოო სხდომა შედგა, სადაც მოსამართლემ „მაკდონალდსს“ქალისთვის14,2 მილიონი ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა