თბილისის მერიაზე აღმართული დროშის დაწვის გამო პოლიციამ ალტ-ინფოს წევრები დააკავა (ვიდეო)
ალტ-ინფომ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც მისმა წევრებმა, ზურაბ მახარაძემ და ირაკლი მარტინენკომ თბილისის მერიასთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და შენობის წინ დაწვეს.
დაახლოებით ერთ საათში კი ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და აღნიშნული პირები დააკავეს.