აუ თოვლი არ იქნება? დაბლობსა და ბარში თოვლი ნაკლებ სავარაუდოა, შესაძლებელია იყოს მხოლოდ თოვლჭყაპი - კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
23 იდან 26 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება, განსაკუთრებით კვირას - ყველგან იქნება ნალექი, მთასა და მაღალმთაში თოვა და ქარბუქი, იქროლებს ძლიერი დასავლეთის ქარი, ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა.
ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი 6 ბალი!
მოსალოდნელი რთული მეტეოროლოგიური პირობების შექმნიდან გამომდინარე, შეშაძლებელია განვითარდეს ნეგატიური პროცესები- მთაში გადაადგილება შეიზღუდება და ზღვამ შესაძლოა დააზიანოს სანაპირო ზოლი.
აუ თოვლი არ იქნება? მსგავსი კითხვები რომ არ დამისვათ გპასუხობთ - დაბლობსა და ბარში თოვლი ნაკლებ სავარაუდოა, შესაძლებელია იყოს მხოლოდ თოვლჭყაპი
ციკლონთან არსებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასები საქართველოს 27 დეკემბერს დატოვებს.
გისურვებთ მშვიდობიან დღეებს! - წერს კობა ფარტენაძე.