თეგებით ძიება

ხუნზაკუტები - მსოფლიოში ყველაზე ჯანმრთელი ხალხი, რომელიც კიბოთი არასდროს ავადდება

პაკისტანის ჩრდილოეთით, ინდოეთისა და ჩინეთის საზღვართან ახლოს მდინარე ხუნზა მიედინება, რომელსაც მეცნიერები „ახალგაზრდობის ოაზისს“ უწოდებენ. ხუნზას დაბლობი ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ადგილია დედამიწაზე, - აქ მდებარეობს ქვეყანა ხუნზა, სადაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 100-იდან 120 წლამდეა. ხუნზაკუტები არასოდეს ავადმყოფობენ და ონკოლოგიური დაავადებების შესახებ არაფერი სმენიათ.

უახლოესი მეზობლებისგან განსხვავებით, ხუნზაკუტები ევროპელებს ჰგვანან. ისინი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმას და მახვილ გონებას ღრმას სიბერემდე ინარჩუნებენ.

ლეგენდის თანახმად, მდინარის ხეობაში ხუნზას დასახლება (Hunza Valley) ალექსანდრე მაკედონელის ჯარისკაცებმა შექმნეს, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ინდოეთის ლაშქრობის დროს მოხვდნენ, მაგრამ „ტყვიაგაუმტარი იმუნიტეტი“ როდის გამოიმუშავეს, დღემდე საიდუმლოდ რჩება.

რას ჭამენ

ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ხუნზაკუტები ცხოვრება 4 ძირითად წესს ემყარება: არასოდეს ჭამო ხორცი, მუდმივად იმუშავე, ბევრი იმოძრავე და ცხოვრების რიტმი არ შეცვალო.

ზაფხულში, ძირითადად, უმ ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევენ, ხოლო ზამთარში - ჩირებს, გაღვივებულ მარცვლეულს და ცხვრის ყველს. ხუნზაკუტები გაზაფხულს „მშიერ თვეს“ უწოდებენ, რადგან ახალი ხილი და ბოსტნეული ჯერ არ შემოსულა, ჩირის მარაგი კი ზამთრის განმავლობაში თითქმის ამოიწურა. ამიტომ იძულებულნი, არიან გაზაფხულზე მხოლოდ გარგარის ჩირისგან დამზადებული სასმელი მიირთვან, რომელიც მათ ენერგიის შენარჩუნებაში ეხმარება. სხვათა შორის, იმ ადგილებში დედამიწაზე ყველაზე გემრიელი გარგარი მოდის.

ხუნზაკუტები მარილს არასოდეს მოიხმარენ, ხორცს, ალკოჰოლს და ტკბილეულს კი ძალიან იშვიათად ჭამენ. ყველა პროდუქტი, რომელსაც საკვებად იყენებენ, თავისივე მიწაზე მოჰყავთ და კატეგორიულად უარს ამბობენ სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი პროდუქტების ჭამაზე.

ხუნზას ხეობაში ხორცი იმდენად ცოტაა, რომ ყოველდღიურ მენიუში ვერ შეიტანთ, თუმცა, დიდი დღესასწაულების დროს, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, ხუნზაკუტები საკუთარ თავს მხოლოდ ფრინველის ხორცის ჭამის უფლებას აძლევენ. ისლამი მათ ღორის ხორცის ჭამას უკრძალავს, ხოლო ძროხის ხორცს მეზობელ ინდოეთთან სოლიდარობის გამო არ მიირთმევენ.

რა ჩვევები აქვთ

ხუნზაკუტები დროის უმეტეს ნაწილს სუფთა ჰაერზე ატარებენ და დღეში 100 ან 200 კილომეტრს ფეხით გადიან. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ჰუნზები ულამაზეს ადგილზე ცხოვრობენ, სადაც მსოფლიოს სამი მთის სისტემა (ჰიმალაი, ინდუკუში და ყარაკორამი) იყრის თავს.

ხუნზაკუტებს განსაკუთრებით წყლის პროცედურები უყვართ. მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში ყინულივით ცივ წყალში უწეევთ ბანაობა, ეს სულაც არ აშინებთ! უფრო მეტიც, მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ცივ წყალში ბანაობა ხუნზა ქალებს საშუალებას აძლევს, რომ ახალგაზრდობა და მიმზიდველი გარეგნობა შეინარჩუნონ.

გააგრძელეთ კითხვა 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა