თეგებით ძიება

„შეიძლება თუ არა საკვების გაყინვა?“ - ექიმი ზაზა თელია გვირჩევს

დერნატოლოგ-ვენეროლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

შეიძლება თუ არა საკვების გაყინვა? 🤔

🛑 საყინულეში მჭიდროდ შეფუთულ მდგომარეობაში ან დალუქულ კონტეინერში ბევრი საკვები პროდუქტი ვარგისიანობასა და კარგ თვისებებს ინარჩუნებს თვეების განმავლობაში.

🛑 ეს დრო საკვები პროდუქტების მიხედვით განსხვავდება:

1. კარაქი - 6-დან 9 თვემდე;

2. ბანანი - 2-3 თვე;

3. კვერცხის ცილა ან გული - 1 წელი;

4. ყველი - გაუხსნელი, ქარხნულად შეფუთული ყველი - 6 თვე

დაჭრილი ყველი - 3-4 თვე;

5.  შეუჭმელი, დარჩენილი პიცა - 1-2 თვე;

6. ავოკადო - 8-12 თვე;

7. მცენარეული საკვები - 6 თვე;

8. პური - გამომცხვარი - 1 თვე;

არაგამომცხვარი კონსერვანტების გარეშე - 3-5 თვე;

9. რძე - 3 თვე;

10. კანფეტი - 3-6 თვე;

11.  ნაჭუჭიანი თხილეული - 6 თვე ან მეტი;

12. შემწვარი მორჩენილი საკვები - ხორცეული - 2-3 თვე.

ქათამი, ინდაური ან თევზეული - 4-6 თვე;

13. წვნიანი ან სოუსის ტიპის მოთუშული კერძი ბოსტნეულით და ხორცით - 2-3 თვე

🛑 ასე რომ ნუ გადაყრით საკვებ პროდუქტებს, მორჩენილ საკვებს - გახსოვდეთ რომ ბევრი ადამიანი განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში მშიერია ყოველდღიურად.

შეგიძლიათ გაყინოთ პროდუქტები, შეინახოთ ან დაურიგოთ გაჭირვებულებს - წერს ზაზა თელია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა