ბაკურიანში მიმდინარე ორდღიანი მსოფლიო თასი, დუალ მოგულის დისციპლინაში დასრულდა
ბაკურიანში მიმდინარე ორდღიანი მსოფლიო თასი, დუალ მოგულის დისციპლინაში დასრულდა.
მსოფლიო თასის გამარჯვებულები მოგულის დისციპლინაში ქალ სპორტსმენებს შორის ავსტრალიელი, ენტონი ჯაკარა გახდა, ხოლო მამაკაცთა კვალიფიკაციაში იაპონელმა ჰორიშიმა იკუმამ მოიპოვა გამარჯვება.
რაც შეეხება დუალ მოგულის დისციპლინაში გამარჯვებულებს, აქაც პირველი ადგილი ქალ სპორტსმენებს შორის ავსტრალიელმა, ენტონი ჯაკარამ მოიპოვა. მამაკაცთა კვალიფიკაციაში მსოფლიო თასის მფლობელი დუალ მოგულის დისციპლინაში კანადელი მიქაელ კინგსბერი გახდა.
ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო თასის ეტაპი 17 ქვეყნის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
2 დღის მანძილზე მსოფლიოს 16 ქვეყნის 90 ათლეტი მონაწილეობას იღებდა ბაკურიანის მსოფლიო თასში ფრისტაილში. 2024 წლის ზამთრის სეზონზე მსოფლიო თასის ეტაპები გაგრძელდება გუდაურში სნოუბორდ კროსის (3-4 თებერვალი), ხოლო ბაკურიანში სქი ქროსის დისციპლინაში (10-11 თებერვალი) გაიმართება.
ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა“ (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება, შეჯიბრების პარტნიორი კი კომპანია “სილქნეტი” და „ბორჯომია”.