ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ბარში ხანძარი გაჩნდა (თბილისი)
თბილისში, ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ბარში ხანძარი გაჩნდა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მეორე სართულიდან მაშველებმა ერთი ადამიანი გამოიყვანეს. ადგილზე სახანძრო სამსახური და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. შემთხვევის დროს ბარი დაკეტილი იყო. ცეცხლი სარდაფში გაჩნდა.
არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა და ამჟამად ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.