თეგებით ძიება

ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ახალმა წელმა გაამდიდრა ?

ყოველი წლის დეკემბერს ჩვენ ვუსმენთ საშობაო სიმღერებს, ვუყურებთ საშობაო ფილმებს და ვავსებთ ჩვენს სახლებს საჩუქრებით, მაგრამ გიფიქრიათ ოდესმე იმაზე, თუ როგორ სარგებლობენ ადამიანები ჩვენს მიერ დახარჯული ფულით?

სადღესასწაულო სეზონმა რამდენიმე იღბლიან მომღერალს, კინოვარსკვლავს, ავტორს და მეწარმეს წლების განმავლობაში სერიოზული ფული მოუტანა, ზოგიერთის კარიერაც კი შექმნა.

წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც ახალმა წელმა გაამდიდრა.

ტონი მორტიმერი

1990-იან წლებში ჩარტებში დომინირებდნენ ბოიბენდები და გოგონების ბენდები, ამიტომ ბუნებრივია, ამ პოპ ჯგუფებმა რამდენიმე საშობაო ჰიტი გამოუშვეს. ლონდონის ბოიბენდმა East 17-მა გაერთიანებული სამეფოს საშობაო ნომერ პირველი სინგლი 1994 წელს გაავრცელა. ჰიტ-ტრეკმა Stay Another Day-მ მსოფლიოს ექვს ქვეყანაში ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა. სულ გაიყიდა 910000-ზე მეტი ასლი. მაგრამ ნამდვილი გამარჯვებული იყო ჯგუფის წევრი ტონი მორტიმერი, რომელმაც დაწერა სიმღერა.

მორტიმერი ამ სიმღერიდან შემოსავალს დღემდე იღებს.

ჯორჯ მაიკლი

ჯორჯ მაიკლის Last Christmas-ს 1984 წლის შემდეგ ყოველ წელს მთავარ საერთაშორისო ჰიტად რჩება. მაიკლის მიერ დაწერილი სიმღერა გამოსვლის დღიდან თითქმის ორი მილიონი ასლი გაიყიდა და, როგორც ამბობენ, ყოველწლიურად გამოიმუშავებს დაახლოებით 399,000 დოლარს.

მერაია ქერი

მერაია ქერიმ პარტნიორ ვალტერ აფანასიეფთან ერთად სიმღერა All I Want for Christmas Is You 1994 წელს დაწერა. ტრეკმა, რომელიც სწრაფად იქცა კლასიკად, მნიშვნელოვანი თანხა შესძინა დივას პირად ქონებას.

მთელს მსოფლიოში სინგლის 16 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა, რამაც მომღერალს 60 მილიონ დოლარზე მეტი მოუტანა და, როგორც ამბობენ, წლიურად დაახლოებით 500,000 დოლარის გამომუშავებას დღემდე აგრძელებს.

მაკოლეი კალკინი

არაფერი ამშვენებს შობას ისე, როგორც 1990 წლის საკულტო ფილმი „მარტო სახლში“. გარდა იმისა, რომ მსოფლიო მასშტაბით უზარმაზარი 480 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც დღეს უდრის 1,2 მილიარდ აშშ დოლარს, ფილმი იყო გარდამტეხი მსახიობ მაკოლეი კალკინისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმის პირველ ნაწილში მონაწილეობისთვის კალკინს მოკრძალებული 100,000 დოლარი გადაუხადეს. მომდევნო სერიებში მისი ანაზღაურება გაიზარდა. წელს კი ჰოლივუდში, დიდების ხეივანში მისი სახელობის ვარსკვლავიც გახსნეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ქონება 18 მილიონ დოლარს შეადგენს.

ჯიმ ქერი

მსახიობი ჯიმ ქერი საშობაო ფილმების გამოშვებამდე საკმაოდ დიდ ქონებას ფლობდა, თუმცა 2000 წელს გამოსულმა ფილმმა “როგორ მოიპარა გრინჩმა ახალი წელი“ მას საკმაოდ კარგი შემოსავალი მოუტანა.

ფაქტობრივად, ფილმმა მსოფლიო მასშტაბით 350 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც დღეს 624 მილიონი დოლარის ექვივალენტია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა