29-მდე გაიზარდა რუსეთში პრეზიდენტობის კანდიდატთა რიცხვი
რუსეთში პრეზიდენტობის კანდიდატთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ელა პამფილოვამ განაცხადა.
„რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი უკვე 29 კანდიდატმა გამოთქვა“, - განაცხადა პამფილოვამ.
ვლადიმირ პუტინს უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 7 მარტს ეწურება, საპრეზიდენტო არჩევნები კი 17 მარტს არის დანიშნული. 8 დეკემბერს პუტინმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.