თეგებით ძიება

მეცნიერებმა ქორწინებისთვის საუკეთესო ასაკი გამოთვალეს

აღმოჩნდა, რომ ადამიანების უმეტესობა არასწორ ასაკში ქორწინდება! ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნიათ ამერიკელ მეცნიერებს.

იუტას შტატის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, პროფესორ ნიკოლას ვულფინგერის ხელმძღვანელობით, ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, რომ ქორწინებისთვის იდეალური ასაკი 28-იდან 32 წლამდეა.

28 წლიდან ადამიანი უფრო მშვიდი, გააზრებული ხდება და დედობისა ან მამობისთვის მზად არის.

სტატისტიკურად, ქორწინება ყველაზე ხანგრძლივია მაშინ, როდესაც წყვილი მოწიფულ ასაკში ქორწინდება.

ასე რომ, თუკი 30 წლამდე ხართ და თხოვდებით ან ცოლი მოგყავთ, თქვენი ოჯახის დანგრევის შანსი მინიმალურია, სხვა სოციალურ-ასაკობრივ ჯგუფთან შედარებით.

„28 წლამდე და 32 წლის ზემოთ ასაკის წყვილებში განქორწინების ალბათობა 5%-მდე მცირდება. რატომ? ჩვენ გვაქვს თეორია. უფრო ახალგაზრდა ასაკში დაქორწინებული, უბრალოდ, ვერ უძლებს დატვირთვას, როცა კარიერის პირველი წლები და ოჯახის მოვლის ტვირთი ერთდროულად აწვება. რაც შეეხება 32 წელს გადაცილებულებს, ამ ასაკში მათ უკვე მეტ-ნაკლებად სტაბილური ფსიქიკა აქვთ და პარტნიორთან ადაპტირება უკეთ შეუძლიათ“, - აცხადებენ მეცნიერები.

მკვლევრებმა კიდევ ერთი მიზეზი დაასახელეს:

„მათ, ვინც 30 წლამდე ქორწინდებიან, უკეთესი მატერიალური პირობები აქვთ. საიდუმლო არ არის, რომ ოჯახების უმეტესობაში უთანხმოების მიზეზი სწორედ ფინანსური პრობლემებია“.

წყარო : funtime


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა