თეგებით ძიება

ძლიერმა ქარმა კახეთის რეგიონში პრობლემები შექმნა

ყვარელსა და მიმდებარე სოფლებში ძლიერმა ქარმა 10- მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ადგილზე მერიის ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული, მათ შორის სიტუაციას ეცნობა მუნიციპალიტეტის მერი, გივი ზაუტაშვილი.

ქარმა ახმეტასა და ლაგოდეხის ზოგიერთ სოფელში მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა და ცენტრალური მაგისტრალები ჩახერგა. სამაშველო ჯგუფები სტიქიის ზონაში უკვე მუშაობენ.

გარდა ამისა, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა