ირანის რევოლუციური გვარდია აცხადებს, რომ გიბრალტარის სრუტის დახურვა შეუძლია
ირანის რევოლუციური გვარდია აცხადებს, რომ გიბრალტარის სრუტის დახურვა შეუძლია.
ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაურმა, მოჰამად რეზა ნაყდიმ განაცხადა, რომ ირანი გიბრალტარის სრუტეს დახურავს და ხმელთაშუა ზღვაზე წვდომას აღარ დაუშვებს, თუ აშშ და მისი მოკავშირეები ღაზაში დანაშაულების ჩადენას გააგრძელებენ.
„მათ ხმელთაშუა ზღვის, გიბრალტარის სრუტისა და სხვა წყლების დახურვა ელით“, - რევოლუციური გვარდიის გენერლის სიტყვებს ირანული მედია ავრცელებს.
ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაურს არ დაუზუსტებია, თუ როგორ აპირებს ირანი ამის გაკეთებას.