თეგებით ძიება

"შენ ცოცხალი ვერ გადარჩები, წადი საფლავი გაითხარე... რას ჰქვია, ფული არ გაქვს?!" - რა ჩანაწერებს აქვეყნებს შსს?

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, კომ­პლექ­სუ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის ბრალ­დე­ბით 1964 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი შ.კ. და­ა­კა­ვეს.

ამა­ვე ბრალ­დე­ბით, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა 1981 წელს და­ბა­დე­ბულ ი.შ.-ს. ხოლო, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის ფაქ­ტზე, ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ მყოფ, ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ძებ­ნილ 1993 წელს და­ბა­დე­ბულ ე.მ.-ს. და­ნა­შა­უ­ლე­ბი 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ, ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით რამ­დე­ნი­მე და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ეპი­ზო­დი გა­მო­იკ­ვე­თა, კერ­ძოდ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის" და კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის სა­ხე­ლით უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ სხვა­დას­ხვა ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თულ პი­რებს და "ქურ­დუ­ლი წი­ლის" სა­ხით სთხოვ­დნენ თან­ხის გა­დახ­დას. ასე­ვე, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს, და­ში­ნე­ბის მიზ­ნით თვალ­თვა­ლის შე­დე­გად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს უგ­ზავ­ნიდ­ნენ და და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით ემუქ­რე­ბოდ­ნენ. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 223-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და 223-ე მე-3 პრი­მა მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა