თეგებით ძიება

„დღეში 10-ჯერ რომ არ დარეკავ, მანდ შემცივდება მე“ - ნიკო ქართველს ემოციური პოსტი გარდაცვლილ დედაზე

დედის დაკრძალვის შემდეგ, „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე, ნიკო ქართველი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს

„გავაცილე დედაჩემი, უფრო დავკარგე... მინდა, ბევრი რამე ვთქვა, მაგრამ ვერ ვხვდები როგორ გადმოვცე... მტკივა, მაგრამ ვერ აგიხსნით როგორ... ალბათ, უნდა გამოცადოთ როცა დაბერდებით, მაგრამ რაც გვიან, მით უკეთესი...

ბევრი სითბო ვნახეთ ამ დღეებში მეც და დედამ... ორივე მადლობას გიხდით ყველას, ნანას ალბათ ის უხაროდა, მე რომ ამდენმა ადამიანმა დამაფასეთ და ჩამეხუტეთ, ამისთვის მადლობა დიდი...

ნანა უკვდავი მეგონა, არ ვიცი რატომ... ალბათ დედა ყველას უკვდავი ჰგონია, ასე ვფიქრობ... ბევრი ვატკინე, ბევრი გავუცრუე იმედი, მაგრამ სულ ჩემი ნანა იყო, ყოველთვის და არასდროს უჩხუბია ჩემთან... მზე და მთვარე ვიყავი მისთვის , ხო, უკვე ვიყავი, მაგრამ არა, ახლაც ვარ ვიცი.... ბევრი მინდა ვთქვა... მაგრამ ვერა.

დავრჩი ობოლი, არც დედა, არც მამა, არც ბებო, არც ბაბუ, არც და, არც ძმა... მაგრამ ვიცი, მყავს ხალხი გვერდით, ოჯახი, მეგობრები, შვილი  ...

უკვდავი მეგონა, არასდროს ვიფიქრებდი, თუ როდისმე ცივ მიწას დავუთმობდი მის თავს, ჩემს ნანას, ჩემს ფუმფულას და კეთილს, მაგრამ დრო დროზე ჩქარა მიქრის და არც დრო გვაქვს ჩვენ ფიქრის... ჩემი იმედი და მოტივაცია, ჩემი კედელი, ჩემი სიმართლე აღარ მყავს, იმაზე მეტი დავკარგე, რაც დამითმია და რაც ოდეს ვინმეს წარმოუდგენია.... ახლა გავჩერდები და აღარ დავწერ ბევრს...

ყველაზე მაგარი დედა, ბებია, მეგობარი დავკარგე მე და ჩემთან ერთად ბევრმა ადამიანმა... ნანა, ჩემო დედა... დღეში 10-ჯერ რომ არ დარეკავ, მანდ შემცივდება მე...

მადლობა ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანეთ, ვინც მომწერეთ და ჯერ არ გამიცია პასუხი, მადლობა ყველა „პრაიმ ჰაუსის“ ჯგუფებს, რომლებმაც მე მომისამძიმრეს ამ მძიმე წუთში, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრს ერთმანეთთან არ გვქონდეს კარგი დამოკიდებულება, მადლობა ყველა ადამიანს ადამიანთა შორის, თუნდაც, რომ კომენტარით გამოხატეთ გულის ტკივილი, მადლობა თქვენ და გფარავდეთ უფალი...

არ გეტკინოთ ჩემნაირად... ბევრი კომენტარი შემხვდა, სადაც მიწერდნენ, რომ ღირსი ვარ და კიდე კარგად გამიძლო დედამ... მაგრამ უფრო ასჯერ მეტი გვერდით დგომა მქონდა... არაუშავს, ყველას ღმერთმა ბედნიერება და ჯანმრთელობა მისცეს. მ ა დ ლ ო ბ ა ! დანარჩენს მერე დავწერ... მე ვარ ნიკოლოზ ხარაძე და მე აღარ მყავს დედა,“ - წერს რეალითი შოუს ყოფილი მონაწილე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა