თეგებით ძიება

ნიკარაგუაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 ადამიანი, მათ შორის 8 ბავშვი ემსხვერპლა

ნიკარაგუაში ავტოსაგზაო შემთხვევას სულ მცირე 19 ადამიანი, მათ შორის 8 ბავშვი ემსხვერპლა. La Prensa-ს ცნობით, ტრაგიკული ინციდენტი მატაგალპას დეპარტამენტში, რანჩო გრანდეს მუნიციპალიტეტში მოხდა.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, წინასწარი მონაცემებით, მძღოლმა დადგენილ სიჩქარეს გადააჭარბა, შემდეგ კი საჭეზე კონტროლი დაკარგა. ავტობუსში 70-მდე ადამიანი იმყოფება, 26 მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მძღოლი დუგლას ოროსკო დაკავებულია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა