თეგებით ძიება

„მგზავრის დაშავების რისკებს ზრდის“ - Tesla 120 ათას ავტომობილს უკან იწვევს

ავტომწარმოებელი Tesla 120 000 გაყიდულ ავტომობილს უკან იწვევს - მიზეზი სავარაუდოდ წუნდებული კარებია, რომლებიც აშშ-ის სახელმწიფო რეგულაციებს ვერ აკმაყოფილებს - ინფორმაციას bm.ge უცხოურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ავტომაგისტრალის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალური განცხადებიდან ცნობილი ხდება, რომ Tesla-ს ავტომობილების კარები ავტოსაგზაო შემთხვევების დროს, შესაძლოა თავისუფლად გაიხსნას, რაც მგზავრის დაშავების რისკებს ზრდის.

ავტომობილები, რომლებსაც კომპანია უკან დაიბრუნებს Tesla Model S და Model X არიან, რომლებიც 2021-23 წლებში გამოვიდა. Tesla აცხადებს, რომ ამ დროის განმავლობაში აღნიშნული მიზეზით დაზიანების შემთხვევების შესახებ კომპანიისთვის ცნობილი არ არის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა