“უნივერსიტეტს სერიოზული ზიანი მიაყენა…” – რა ვიდეოს აქვეყნებს კობა ფარტენაძე?
ძლიერმა ქარმა წუხელ, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსის სახურავი დააზიანა. ბათუმელი მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე ამის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს:
ქარიშხალმა ხეები დათხარა, წააქცია ელექტრობოძები, უნივერსიტეტს სერიოზული ზიანი მიაყენა.
ფოტო: batumelebi.netgazeti.ge