თეგებით ძიება

გერმანიაში ქურდობის ბრალდებით სამი ქართველი დააკავეს

გერმანიაში, თამბაქოს აპარატიდან მონეტების ქურდობის ბრალდებით, სამი ქართველი დააკავეს. გერმანიის პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ 22 დეკემბერს, გამთენიისას, დაახლოებით დილის 03:30 საათზე, ერთ-ერთმა ადგილობრივმა სამი კაცი შეამჩნია, რომლებიც სიგარეტის აპარატს ძარცვავდნენ.  

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მიუნხბერგის პოლიციამ პოლონური რეგისტაციის მქონე ავტომობილი მალევე იპოვა, შემოწმებისას კი მანქანაში დიდი რაოდენობით მონეტები აღმოჩნდა.

23, 28 და 32 წლის ქართველები პოლიციამ ადგილზე დააკავა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა