თეგებით ძიება

კათოლიკეები დღეს ქრისტეშობას ზეიმობენ

კათოლიკეები დღეს ქრისტეშობას ზეიმობენ

დღეს კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სია მა­ცხოვ­რის და­ბა­დე­ბას ზე­ი­მობს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას რე­ლი­გი­ის სა­კი­თხთა სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­შო­ბაო ღვთის­მსა­ხუ­რე­ბას თბი­ლი­სის ღვთის­მშობ­ლის ამაღ­ლე­ბის კა­თო­ლი­კურ ეკ­ლე­სი­ა­ში ეპის­კო­პო­სი ჯუ­ზე­პე პა­ზო­ტო უძღვე­ბო­და.

სა­ზე­ი­მო წირ­ვამ­დე გა­ი­მარ­თა ორ­ღა­ნის კურ­თხე­ვა და სა­ზე­ი­მო კონ­ცერ­ტი.

"ტა­ძარ­ში შეკ­რე­ბილ მრევლსა და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სა­ხე­ლით, შობა და დამ­დე­გი ახა­ლი წელი მი­უ­ლო­ცა, მშვი­დო­ბა, სტა­ბი­ლუ­რო­ბა და ბედ­ნი­ერ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა უსურ­ვა რე­ლი­გი­ის სა­კი­თხთა სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვის, ანა­ლი­ზი­სა და რე­გი­ო­ნე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა, ნინო ჭავ­ჭა­ვა­ძემ.

სა­ზე­ი­მო მსა­ხუ­რე­ბას და­ეს­წრნენ რე­ლი­გი­ის სა­ა­გენ­ტოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვის, ანა­ლი­ზი­სა და რე­გი­ო­ნე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლის­ტი სერ­გო ფა­რუ­ლა­ვა და სა­მარ­თლებ­რი­ვი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის იუ­რის­ტი ალექ­სან­დრე შე­ყი­ლა­ძე“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ამას­თან, რე­ლი­გი­ის სა­კი­თხთა სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ზე­ი­მო მსა­ხუ­რე­ბას ბა­თუ­მის სუ­ლიწ­მინ­დის სა­ხე­ლო­ბის კა­თო­ლი­კურ ეკ­ლე­სი­ა­ში პად­რე გაბ­რი­ე­ლე ბრა­გან­ტი­ნი უძღვე­ბო­და.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ტა­ძარ­ში შეკ­რე­ბილ მრევლსა და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს შობა-ახა­ლი წელი მი­უ­ლო­ცა და მშვი­დო­ბი­ან ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა უსურ­ვა რე­ლი­გი­ის სა­კი­თხთა სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა აჭა­რა­ში აბე­სა­ლომ ას­ლა­ნი­ძემ. სა­ა­გენ­ტოს კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა დღე­სას­წა­უ­ლი მი­უ­ლო­ცა, ასე­ვე, ბა­თუ­მის წმინ­და სა­მე­ბის პრო­ტეს­ტან­ტულ ეკ­ლე­სი­ა­ში შეკ­რე­ბილ მრევლს, სა­დაც სა­ზე­ი­მო ღვთის­მსა­ხუ­რე­ბას პას­ტო­რი გე­ნა­დი მა­ლაყ­მა­ძე უძღვე­ბო­და.

ქრის­ტე­შო­ბა იზე­ი­მა სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის კა­თო­ლი­კურ­მა მრევ­ლმაც.

"უფ­ლის ხორ­ცი­ე­ლად შო­ბას ახალ­ცი­ხის რა­ბა­თის კა­თო­ლი­კურ, სა­ვარ­დის ღვთის­მშობ­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში სა­ზე­ი­მო მსა­ხუ­რე­ბით შეხ­ვდნენ, რო­მელ­საც მღვდე­ლი ია­ცეკ სი­ე­მი­ე­ნი­ა­კი უძღვე­ბო­და. ტა­ძარ­ში შეკ­რე­ბილ მრევლს შობა და დამ­დე­გი ახა­ლი წელი მი­უ­ლო­ცა, მშვი­დო­ბა და სტა­ბი­ლუ­რო­ბა უსურ­ვა რე­ლი­გი­ის სა­კი­თხთა სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში, ელ­ვარდ ზა­ზა­ძემ", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა