თეგებით ძიება
25. 12. 2023 მსოფლიო

ბრაზილიურ ციხეში მოდარაჯე ძაღლები ბატებით ჩაანაცვლეს

ბრაზილიაში, სანტა-კატარინას ციხეში ძაღლები, რომლებიც ტერიტორიას იცავდნენ, ბატებით ჩაანაცვლეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ფრინველები ციხის შიდა ღობესა და გარე კედელს შორის დაასახლეს. ციხის თანამშრომლები ამბობენ, რომ ბატები ძალიან ყურადღებიანები არიან და კარგი სმენით გამოირჩევიან, რის გამოც მშვენიერი დარაჯები არიან. ამასთან, ისინი ძალიან ხმამაღლა ხმებს გამოსცემენ და თუ პატიმრები გაქცევას გადაწყვეტენ, ეს ფრინველებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩება.

ციხის ხელმძღვანელი მარკოს დე სოუზა აცხადებს, რომ ბატებს კიდევ ერთი უპირატესობა აქვთ - მათი შენახვა ძაღლების შენახვაზე იაფია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა