თეგებით ძიება

ნახეთ პროფესიები, სადაც ყველაზე მაღალი და დაბალი ხელფასებია საქართველოში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მე-3 კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი წლიურად 16.3%-ით გაიზარდა და 1 855 ლარი შეადგინა.

სექტორულ ჭრილში, 2023 წლის მე-3 კვარტალში, საქართველოში ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი შემდეგ დარგებში ფიქსირდება:

ინფორმაცია და კომუნიკაცია - 3 958 ლარი;

მშენებლობა - 3 033 ლარი;

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 807 ლარი;

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2 616 ლარი;

სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 2 099 ლარი.

ამასთან, ყველაზე დაბალი ხელფასები დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

განათლების - 1 039 ლარი;

წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 1 149 ლარი;

სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 1 150 ლარი;

განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 1 413 ლარი;

ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 1 435 ლარი.

წყარო : bpn.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა