დასავლეთ საქართველოში საგანგებო რეჟიმში მუშაობს - „ენერგო-პრო ჯორჯია“
უამინდობის გამო გამოწვეულმა ყინულმოცვამ, მაღალი და დაბალი ძაბვების ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება გამოიწვია - განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ხარაგაულში, სადაც დასახმარებლად კომპანიის დამატებითი ბრიგადები აღმოსავლეთ საქართველოდან ჩავიდნენ,- ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო - პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
მათი ცნობით, რთული მდგომარეობა იყო ასევე წალენჯიხაში, თუმცა, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკურმა ბრიგადებმა, აქ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა უკვე მოახერხეს და მუნიციპალიტეტს მიეწოდება ელექტროენერგია.
„ამ დროისთვის მუშაობა მიმდინარეობს დაბალ ძაბვაში, სადაც მოტეხილმა ხეებმა დააზიანა ელექტეოსადენები, ფიდერები და სხვა ინფრაქსტუქტურა.
ზემო აჭარის აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგია სატაბილურად მიეწოდება. ხულოს, ხელვაჩაურის და ქედას სოფლების მხოლოდ მცირე ნაწილს მიეწოდება ელექტროენერგია შეზღუდვით. სარეაბილიტაციო სამუშაოები აქაც ოპერატიულად მიმდინარეობს.
ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტების უმრავლესობას ყველა მუნიციპალიტეტში, დღის ბოლომდე აღუდგებათ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.