საბერძნეთში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს
ქურდობისთვის საბერძნეთში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. 32 და 37 წლის ქართველები 2019 წლიდან 2023 წლამდე, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში სახლებსა და ძვირადღირებულ მანქანებს ძარცვავდნენ. მხოლოდ საბერძნეთის ტერიტორიაზე, 50-ზე მეტი ბინა გაქურდეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დანაშაული ხშირად დღესასწაულებზე ხდებოდა. საერთო ჯამში, მათ წინააღმდეგ დაკავების 9 ორდერი გაიცა. სხვა დეტალები უცნობია.