თეგებით ძიება

საფრანგეთის პროკურატურის განცხადებით ბინაში 5 ცხედარი იპოვეს

საფრანგეთის პროკურატურის განცხადებით,  შობის დღეს პარიზთან ახლოს მდებარე ბინაში ხუთი ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის  ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ მეოსში პარიზის ცენტრიდან აღმოსავლეთით,ჩრდილოეთ ილ-დე-ფრანსის რეგიონში მოხდა. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, მსხვერპლი ქალი და მისი ოთხი მცირეწლოვანი შვილია.

საინფორმაციო ვებსაიტის Actu17-ის ცნობით, რომელმაც პირველად გაავრცელა ინფორმაცია, პოლიცია ეძებს 33 წლის მამას, რომელიც „გაქცეულია".

პოლიცია ჯერ არ აკონკრეტებს გარდაცვალების მიზეზს ან მსხვერპლთა ასაკს.

 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა