თეგებით ძიება

საქართველო 2012 წლამდე შორდებოდა ევროპას და ყალიბდებოდა როგორც ავტორიტარული დიქტატორული რეჟიმი - ირაკლი ღარიბაშვილი

11 წლის წინ რაიმე ქმედითი ნაბიჯები არ იდგმებოდა ევროინტეგრაციის გზაზე. პირიქით, ყოველ დღე და ყოველთ თვე საქართველო შორდებოდა ევროპას. საქართველო 2012 წლამდე შორდებოდა ევროპას და ყალიბდებოდა როგორც ავტორიტარული დიქტატორული რეჟიმი. აი ეს რეალობა დახვდა ქართულ ოცნებას და ბატონ ბიძინა ივანიშვილს. სულ რაღაც 11 წელიწადში ჩვენი ქვეყანა დემოკრატიზაციის განვითარების კუთხით მსოფლიო ათეულშია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღეს, 11 წლის თავზე ჩვენი ქვეყანა არის ევროკავშირის კანდიდატი წევრი სახელმწიფო. მინდა შევაფასო რამდენიმე სიტყვით ის ხელშესახები შედეგი, რომელსაც მიაღწია „ქართულმა ოცნებამ“. ჩვენი ხელისუფლების დროს დაიწყო ასოცირებაზე მუშაობა, გაფორმდა ხელშეკრულება, შემდეგ თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, უვიზო რეჟიმი, რომელიც წარმოუდგენელი იყო 2012 წლამდე და რა თქმა უნდა, ამ დიდი სამუშაოსა და ძალისხმევის დაგვირგვინება იყო კანდიდატის სტატუსი, რომელსაც ჩვენ ყველამ ერთად მივარწიეთ. ეს რა თქმა უნდა, თავისით არ მოხდებოდა. ეს დამოკიდებული იყო იმ დიდ გარდატეხაზე, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია 2012 წლეს. ის დემოკრატიული გარდატეხა და ის წინსვლა, რომელიც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ, „ქართულმა ოცნებამ“ და მთლიანად ჩვენმა გუნდმა, მმართველმა პარტიამ. ეს გზა გრძელდება და კიდევ უფრო მეტ ხელშესახებ შედეგს მოიტანს ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა