თეგებით ძიება

„ლელოზე“ უტიფარი წარმონაქმნი ქართულ პოლიტიკაში არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი

„ლელო“, როგორც წარმონაქმნი, ცინიზმის პიკია - ადამიანები, რომლებიც იყვნენ კომკავშირის მდივნები, გველაპარაკებიან მოსკოვის მიუღებლობაზე. ადამიანები, რომლებიც მხილებულნი არიან თაღლითობაში, გველაპარაკებიან კეთილსინდისიერებაზე და ადამიანები, რომლებიც იყვნენ ნაცმოძრაობის რუპორები, გველაპარაკებიან ნაცმოძრაობის მიუღებლობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ლელოზე“ უტიფარი წარმონაქმნი ქართულ პოლიტიკაში, არ არსებობს. ქართველმა ხალხმა უკვე 2 არჩევნებზე გასცა პასუხი, თუ რა არის მისი შეფასება „ლელოს“ საქმიანობის მიმართ. ეს არის მარგინალური ჯგუფი, რომელიც მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს უტიფრობა პოლიტიკაში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა