თეგებით ძიება

„მართვით სუნთქვაზე აღარაა, თუმცა კვლავ მძიმედაა“ – როგორია ძაღლის მდგომარეობა, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა?

კვლავ მძიმეა მიუსაფარი ძაღლის მდგომარეობა, რომელიც გუშინ ბაღდათიდან თბილისში სამკურნალოდ გადმოიყვანეს.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძაღლს პირში ასაფეთქებელი ნივთიერება ჰქონდა აფეთქებული, თუმცა მოგვიანებით დაზუსტდა, რომ ძაღლს ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანებები.

როგორც ვეტერინარულ სამედიცინო ცენტრ „ვეტ მედში“ განაცხადეს, ძაღლის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ მძიმეა.

„ჟანგბადი მიეწოდება, მართვით სუნთქვაზე აღარაა, თუმცა კვლავ მძიმედაა, ჯერჯერობით, ვაკვირდებით მდგომარეობას“, – ამბობს ვეტექიმი.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას ითვალისწინებს.

წყარო: „ფორტუნა“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა