ელჩების კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოს პრეზიდენტს მოწვევა არ მიუღია - ადმინისტრაცია
26-28 დეკემბერს დაგეგმილ ელჩების კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოწვევა არ მიუღია – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
შეგახსენებთ, თბილისში ყოველწლიური ელჩების კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც დიპლომატიური კორპუსი მიმდინარე წელს აჯამებს და სამომავლო გეგმებზეც მსჯელობენ.
წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემა ევროინტეგრაცია და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ღარიბაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი დარჩიაშვილი, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.