თეგებით ძიება

"წელს, ელჩების კონფერენციაზე პრეზიდენტი არ იყო მოწვეული" - ილია დარჩიაშვილი

"ელჩების კონფერენცია 2023" რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანზებით მიმდინარეობს სასტუმრო პარაგრაფში" , საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აღმასრულებელი გუნდის წევრებთან ერთად დაესწრო. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი კონფერენციას არ დასწრებია.

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განმარტა:

"ელჩების კონფერენციას აქვს სხვადასხვა ფორმატები, წლევანდელი კონფერენცია მიძღვნილია იმ კონკრეტულ ქმედებებზე, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, მთავრობამ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და  პარლამენტმა, ეს ორი შტო პასუხისმგებელი, მნიშვბელოვანი. შესაბამისად ჩვენ პრემიერმინისტრის მიმართვა მოვისმინეთ, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამ პროცესს, ასევე მოვისმინეთ პარლამენტის სპიკერის მიმართვა, რომელიც მმართველ გუნდთან ერთად პირადადც იყო ჩართული იმ უზარმაზარი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებაში. 

წლევანდელი ელჩების კონფერენცია ამ მოტივით იყო აწყობილი.

რაც შეეხება პრეზიდენტის მოწვევას, შარშან იყო მოწვეული, სამწუხაროდ მისი გადაწყვეტილებით არ მიიღო მონაწილეობა  ელჩების კონფერენციაში.

წელს პრეზიდენტი არ იყო მოწვეული."


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა