თეგებით ძიება

რას ითვალისწინებს რეპროდუქციასთან დაკავშირებული ერთიანი რეესტრის შექმნა? - თამარ გაბუნიას განმარტება

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, თა­მარ გა­ბუ­ნია გან­მარ­ტავს, რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა რეპ­რო­დუქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის ერ­თი­ან ეროვ­ნულ რე­ესტრში ასახ­ვა.

რო­გორც გა­ბუ­ნია გან­მარ­ტავს, ეროვ­ნულ რე­ესტრში შე­სუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია უნდა ეხე­ბო­დეს მე­დი­ცი­ნის დახ­მა­რე­ბით რეპ­რო­დუქ­ცი­ის სერ­ვი­სე­ბის მიმ­ღებს, დო­ნორს, გეს­ტა­ცი­ურ სუ­რო­გატს და ასე­ვე რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი უჯრე­დებს, აღ­ნიშ­ნუ­ლი კი მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, შექ­მნის უკე­თე­სი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ფუნ­ქცი­ას პა­ცი­ენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბის და ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნე­ბის­თვის.

"2024 წლის იან­ვრი­დან, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში ამოქ­მედ­დე­ბა დამ­ხმა­რე რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სერ­ვი­სე­ბის მიმ­წო­დე­ბე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი რე­ესტრი. ერ­თი­ან ეროვ­ნულ რე­ესტრში უნდა შე­ვი­დეს ინ­ფორ­მა­ცია, მე­დი­ცი­ნის დახ­მა­რე­ბით რეპ­რო­დუქ­ცი­ის სერ­ვი­სე­ბის მიმ­ღე­ბის, დო­ნო­რის, გეს­ტა­ცი­უ­რი სუ­რო­გა­ტის და ასე­ვე რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი უჯრე­დე­ბის შე­სა­ხებ.

ეს მარ­ტივს გახ­დის მიკ­ვლე­ვა­დო­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კის შე­სა­ბა­მი­სად. ასე­ვე შექ­მნის სა­მი­ნის­ტროს­თვის უკე­თე­სი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ფუნ­ქცი­ას პა­ცი­ენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბის და ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნე­ბის­თვის. ამ სერ­ვი­სის ამოქ­მე­დე­ბა არის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წი­ნა­პი­რო­ბა მე­დი­ცი­ნის დახ­მა­რე­ბით რეპ­რო­დუქ­ცი­ის ახა­ლი მო­დე­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თვის, რაც მო­მა­ვა­ლი წლი­დან მე­ტად აქ­ტი­უ­რად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა გა­ბუ­ნი­ამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა