ბათუმში, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს
სასაზღვრო პოლიციის ცნობით, ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე (2005 წ. დაბადებული ჰ.მ. და 2000 წელს დაბადებული ჰ.ს.) დააკავეს.
"სამართალდამცველებმა ჰ.მ. - ს პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 ცალი მჭიდი და 46 ცალი ვაზნა, ხოლო ჰ.ს. - ს საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი 7 მჭიდი და 268 ცალი ვაზნა," - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.